English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
2018 წლის 20 აპრილს, შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურს „ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ვქმნით უსაფრთხო მომავალს“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სტუდენტებს, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და რუსთავის სერვისცენტრი დაათვალიერებინეს და საგადასახადო და საბაჟო სისტემების ფუნქციონირებისა და მნიშვნელობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს. სტუდენტები, როგორც მომავალი გადასახადების გადამხდელები, ადგილზე გაეცნენ შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ობიექტებზე დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, არსებულ სერვისებსა და პროცედურებს. სემინარს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის 20-მდე სტუდენტი დაესწრო.