English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ტურიზმის ყოველწლიურ გამოფენაზე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი აქტიურად მონაწილეობს ტურიზმის ყოველწლიურ გამოფენა-ბაზრობაზე CTF’ 18 – CAUCASUS TOURISM FAIR / HoReCa Expo 2018 – HOSPITALITY EXHIBITION და აქვს წიგნების სტენდი. 2018 წელს გამოფენა მიმდინარეობდა 12-14 აპრილს.
გამოფენის დღეებში, სტენდზე მუშაობდა და ტურიზმში საგამოფენო საქმიანობის პრაქტიკა გაიარა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „სასტუმრო მომსახურების მართვის“ მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებმა.
გამოფენას ეწვია და სტუდენტების მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიიღო ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა პროფესორმა ნინო ჩიკვილაძემ.