24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

„ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტი

04/13/2018

12 აპრილს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მიწვევით დაესწრნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები.

ღონისძიების ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს და კომპანია „Microsoft“-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთიანი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც მწარმოებლებსა და მიმწოდებლებს ხელს შეუწყობს ჰქონდეთ წვდომა პოტენციურ ეკონომიკურ პარტნიორებზე და განახორციელონ ონლაინ აქტივობები თავისუფალი კონკურენციის პირობებში. მემორანდუმი ითვალისწინებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მიზნების განხორციელებას. ამასთან, მემორანდუმის მხარეები ითანამშრომლებენ პროექტის როგორც ტექნიკური, ისე კვლევითი და ინტელექტუალური მხარდაჭერის, ასევე, აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებებისა და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპები.