03/28/2018
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა საჯარო ლექცია
27 მარტს, ფსიქოკონსულტანტმა, საერთაშორისო ტრენერმა
გიორგი დონაძემ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:
„საჯარო გამოსვლის დროს დამარწმუნებელი კომუნიკაციის მნიშვნელობა და ეფექტური ინსტრუმენტები“.
მომხსენებლის მიერ განხილულ იქნა ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა:
- გამოსვლის მიზნის ფორმულირება და თემატიკის შერჩევა;
- აუდიტორიის ტიპის იდენტიფიკაცია;
- აუდიტორიის საჭიროების გათვალისწინებით გამოსვლის/პრეზენტაციის ვერბალური და არავერბალური ადაპტაცია;
- კრიტიკული სიტუაციების მართვა;
- სხვადასხვა ტიპის ჯგუფებთან (საკითხისადმი დადებითად, ნეიტრალურად ან უარყოფითად განწყობილებთან) დამარწმუნებელი კომუნიკაციის ტექნიკები;
- საჯარო გამოსვლის შეფასების კრიტერიუმები.
ლექცია საინტერესო, კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.