24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა საჯარო ლექცია

03/28/2018

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე:

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტექნოლოგიები ცენტრალური კოლხეთის ნოქალაქევისა და ციხეგოჯის მაგალითზე“.

2018 წლის 22 მარტს საჯარო მმართველობის კვლევით ინსტიტუტში სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ლომიტაშვილმა (პროფესორი, ვინჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი). ლექციაზე მოწვეულნი იყვნენ: ვინჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარი კოლხეთის მონაკვეთზე - მეთიუს პალმერი; ნოქალაქევის ექსპედიციის მონაწილე, მკვლევარი - ნიკოლოზ მურღულია; საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი - ნინო ქებურაძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კახეთის მიმართულების კოორდინატორი - დალი აბაშიძე.
ლექცია მიეძღვნა კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ქვეყნის მართვის პოლიტიკური ინსტრუმენტისა და არქეოლოგიური აღმოჩენების კუთვნილების საკითხს. საქართველო კულტურულ ფასეულობათა დაცვის ჰააგის კონვენციის მონაწილე ქვეყანაა და ვალდებულია კულტურული მემკვიდრეიბის 16 მიმართულებას უპატრონოს. ნოქალაქევისა და ციხეგოჯის არქეოლოგიური კვლევების მაგალითზე ნაჩვენები იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპლექსური, მულტიდისციპლინური განვითარების მნიშვნელობა გეოპოლიტიკური პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.
ლექცია კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენეტისა და კულტურის პოლიტიკის საკითხებზე კითხვა-პასუხის რეჟმში წარიმართა.