24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

თემატური სემინარი

03/23/2018

საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის
თემატური სემინარი

2018 წლის 21 მარტს 15:00 საათზე საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის კომპლექსური კვლევითი პროგრამის ფარგლებში რიგით მეორე სემინარი გაიმართა.

სემინარზე მოსმენილი იქნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის დოქტორანტის ეკატერინა ზაქარაძის საკვალიფიკაციო ნაშრომის - „კავკასიის რეგიონის ფუნქცია და აბრეშუმის გზის როლი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ კვლევის შედეგები.

მონაწილეობდნენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს და “ანაკლია სითის“ წარმომადგენელები; ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობის სფეროში, პროფესორები ბათუმის ნავიგაციის სასწავლო, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების პროფესორები, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს ექსპერტები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

სემინარზე განხილულ იქნა

1. ერთიანი სატრანზიტო ტარიფების საჯარო მართვის მატრიცა;
2. „სქაი ვეის“ ტექნოლოგიის მართვის ეფექტურობის გათვლა ანაკლიის პორტის მაგალითზე.

მონაწილეებმა იმსჯელეს ერთიანი სატრანზიტო ტარიფების ინდექსებსა და კონკურენტუნარიანობის დათვლის მეთოდიკაზე, აგრეთვე ახალი სატრანსპორტო ტექნოლოგიის „სქაი-ვეის“ დანერგვის შესაძლებლობებზე.
„ანაკლია სითის“აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სალომე კელენჯერიძემ სემინარის მონაწილეებს გააცნო ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმა და მხარი დაუჭირა ეკატერინა ზაქარაძის მიერ წარდგენილი ახალი ტექნოლოგიის მიზანშეწონილობის დასაბუთებას.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ICARTI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ევროკომისიის საკონტაქტო პირმა საქართველოში ბატონმა გივი ქოჩორაძემ დოქტორანტი მიიწვია ინტეგრირებულ, მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემებისა და ლოგისტიკის მიმართულებით ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში კვლევების საწარმოებლად.