24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

03/15/2018

რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში მივლინების ანგარიში

მიმდინარე წლის 20-22 თებერვალს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ქინქლაძე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის 3 წარმომადგენელათ – პროფესორ სიმონ გელაშვილთან, ასოცირებულ პროფესორებთან ნინო ფარესაშვილსა და ნინო აბესაძესთან ერთად, პერსონალურად იყო მიწვეული და მონაწილეობა მიიღო რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სემინარში ,,პოსტსაბჭოთა სივრცის გეოპოლიტიკური ადგილი“. აღნიშნულ სემინარზე მათ მიერ წაკითხული იქნა მოხსენებები სხვადასხვა თემებზე: აღსანიშნავია, რომ სემინარი ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი სტატისტიკოსის, რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სტატისტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი დეკანის, პროფესორ კორადო ჯინის სახელობის აუდიტორიაში.
21 თებერვალს გაიმართა საქმიანი მოლაპარაკება, რომელშიც იტალიის მხრიდან მონაწილეობდნენ: რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის რექტორის წარმომადგენელი ევროპისა და აზიის მიმართულებით, პროფესორი ფაბიო გრასი, ასევე იმავე უნივერსიტეტის პროფესორები რობერტო ვალე და უმბერტო ლონგო.
22 თებერვალს კი გაიმართა საქმიანი შეხვედრა საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერთან, რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის ყოფილ პრორექტორთან და ამჟამად მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის დირექტორთან, პროფ. ფალკო ლანჩესტერთან.
შეხვედრებმა მეტად ნაყოფიერად ჩაიარა და იტალიელმა კოლეგებმა დიდი სურვილი გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით: ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება; პროფესორების ურთიერთგაცვლა ლექციებისა და მოხსენებების წასაკითხად; ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება (მონაცვლეობით, საქართველოსა და იტალიაში); ერთობლივი სამეცნიერო კრებულების მომზადება და გამოცემა საქართველოში და/ან იტალიაში.
ჩვენი საქმიანი შეხვედრების შემდეგ იტალიელმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ მიმდინარე წლის 25-26 მაისს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
ყველა ღონისძიებაზე თარჯიმნობას იტალიურ ენაზე უანგაროდ გვიწევდა ჩვენი თანამემამულე, საქართველოს საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებყლი, ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის დოქტორი ნინო თელია, რისთვისაც დიდი მადლობა მას.