24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საბჭოს სხდომა

03/14/2018

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 9 მარტს ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. დეკანმა, რ. ქუთათელაძემ საბჭოს წევრებს გააცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2018 წლის 11 იანვრის #01 ბრძანება 2017-2018 წლის მეორე სასწავლო სემესტრის განრიგის შესახებ და ბრძანების მე-10 პარაგრაფის მიხედვით ითხოვა უწყისების დროულად ჩაბარება დეპარტამენტში.
დეკანმა საბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და მასში მონაწილე პროფესორების და სტუდენტების შემადგენლობა. ამასთან თხოვა ყველას დაიწყონ მზადება მომავალი წლის პროექტების მოსამზადებლად.
ასევე, დეკანმა დააყენა საკითხი მოწვეული პროფესორის, ზურაბ ლიპარტიასათვის სტუ-ის საპატიო დიპლომზე წარდგენასთან დაკავშირებით (ბატონ ზურაბს შეუსრულდა 70 წელი და ამასთანავე მან მოამზადა მონოგრაფია „ფინანასური მენეჯმენტის ფილოსოფია“, რომლის პრეზენტაციაც მოეწყობა უახლოეს მომავალში) და საბჭოს წევრებს სთხოვა მხარდაჭერა.
ფაკულტეტის საბჭომ მოისმინა პროფესორ გიორგი ბაღათურიას და ასოც. პროფესორის, რუსუდან ქინქლაძის ანგარიში მივლინებების შესახებ (ინფორმაცია იხილეთ ფაკულტეტის ვებგვერდზე).
ფაკულტეტის საბჭომდაადგინა, რომ დაფინანსდეს დეკანის, რ. ქუთათელაძის მივლინება გერმანიაში. იგი მიწვეულია ზაარბრიუკენში, ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, ევროპულ კვირეულზე დასასწრებად და მემორანდუმის გასაფორმებლად. ასევე ზაარბრიუკენის მერთან, შარლოტა ბრიტცთან შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით და მიუნხენში საადვოკატო ბიუროში - „დოქტორ ლანგი და კოლეგები“ -ვორქშოპზე.