24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

კონფერენცია

03/13/2018

2018 წლის 15-17 თებერვალს ავსტრიის განვითარების ინსტიტუტის (Institut für Höhere Studien) ორგანიზებით ქ. ვენაში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ეკონომიკური პროგნოზირება-2018“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის პროფესორმა გიორგი ბაღათურიამ.
გ. ბაღათურიას მოხსენება შეეხებოდა გლობალური ეკონომიკური კრიზისის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომელმაც დაიმსახურა კონფერენციის მონაწილეთა, ძირითადად თეორეტიკოსთა, უნივერსიტეტების წარმომადგენელთა, დაინტერესება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, ირლანდია, ესპანეთი, შვეიცარია, დანია, ჩეხეთი, ფინეთი, ბელგია, ავსტრია, ლატვია, მაკედონია, პოლონეთი, მონტენეგრო, ტაივანი) მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა სპეციალისტებმა, როგორც უნივერსიტეტებიდან, ისე საბანკო სფეროდან.