24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საქართველოს პარლამენტის კომიტეტში გაიმართა საკომიტეტო მოსმენა

03/07/2018

2018 წლის 6 მარტს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა საკომიტეტო მოსმენა თემაზე:

„დასაქმების პრობლემები და სახელმწიფო პოლიტიკა დასაქმების სფეროში“.

სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქსტატის, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის ტექნიკური დახმარების პროექტის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, GIZ-ის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და საბაუნის ტურიზმის ფაკულტეტის წარმომადგენლები.

მომხსენებელი: საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე-თამილა ბარკალაია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს: ფაკულტეტის დეკანმა პროფ. რუსუდან ქუთათელაძემ, ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. ნინო ჩიკვილაძემ და სასტუმროს მომსახურების მართვის პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. მარინა მეტრეველმა.

მოსმენილი და გაანალიზებულ იქნა: შრომისა და დასაქმების სფეროში სამართლებრივი ბაზრის სრულყოფის, ეფექტიანი დასაქმების ხელშეწყობის, ღირსეული სამუშაო პირობების და კანონით განსაზღვრული ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის და სამუშაო ძალის შესაძლებლობების განვითარების საკითხები.