24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

03/01/2018

2018 წლის 26 თებერვალს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა წარადგინა ფაკულტეტის დებულების ცვლილებები, რაც შეეხო დებულების V თავს მუხლი 17, პარაგრაფი 3 - დაემატა ახლად შექმნილი ბიზნესისა და სამართლის ინსტიტუტი, მეორე თავს მუხლი 12 პარაგრაფი 2ა - დაემატა სათათბიროს ფუნქციები, VI თავს მუხლი 21, პარაგრაფი 3 - დეკანატის აპარატის თანამშრომელთა ჩამონათვალი დაზუსტდა, II თავს მუხლი 4 დაემატა პარაგრაფი 4. დეკანმა აგრეთვე წარადგინა ფაკულტეტის დამხმარე პერსონალის საშტატო და სტრუქტურა. საბჭომ მოიწონა და დაამტკიცა დებულება, საშტატო და სტრუქტურა წარმოდგენილი სახით. 

ფაკულტეტის საბჭომ დააფინანსა ასისტენტის გიორგი მორჩილაძის მივლინება გერმანიაში ქ. მიუნხენში, იგი მიწვეულია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე , სადაც წარადგენს მოხსენებას თემაზე „მომსახურების სფეროში ინოვაციების მართვისას გადაწყვეტილებების მიღების მოდელები“.

ფაკულტეტის საბჭომ დაადგინა:  1. მოწვეულ იქნეს ვალერი მოსიაშვილი ასოცირებულ პროფესორად 400 საათზე;            2. ეთხოვოს აკადემიურ საბჭოს აღნიშნულის დამტკიცება.