24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

02/27/2018

2018 წლის 12 იანვარს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნ. ჩიკვილაძე, განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: ბაკალავრიატი: ბიზნესის ადმინისტრირება, ბიზნესის ადმინისტრირება (რუსულენოვანი), საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები; მაგისტარტურა: ბიზნესის ადმინისტრირება, ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი), საბანკო პროცესების მართვა; დოქტორანტურა: ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა საბჭოს წარუდგინა ფაკულტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა(2018-2024წწ) და სამწლიანი სამოქმედო გეგმა (2018-2020 წწ). საბჭომ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და დაამტკიცა.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა წარადგინა ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებები, რაც შეეხო მეხუთე თავის, მუხლი 17, პარაგრაფი -3 ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს.
ფაკულტეტის საბჭომ დააფინანსა პროფ. გ. ბაღათურიას მივლინება(2018 წლის 15-17თებერვალი) ქ. ვენაში. იგი მიწვეულია ეკონომიკური პროგნოზირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც წარადგენს მოხსენებას-„კიბერნეტიკული მიდგომა ეკონომიკური კრიზისის პროგნოზირებისთვის“.
ფაკულტეტის საბჭომ დააფინანსა პროფესორ პაატა კოღუაშვილის წიგნის „მიწის ადმინისტრირების“ გამოცემა.
ფაკულტეტის საბჭომ მოიწონა მოწვეული ასოც. პროფესორის თამარ ქობლიანიძის მიერ წარმოდგენილი ლექციების კურსი “საცალო ვაჭრობა“.
ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა იმ სასწავლო კურსების შუალედური და ფინალური გამოცდების ტესტის შემდგენლების და სააპელაციო კომისიის შემადგენლობა, რომლებიც ტარდება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში.