24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საქართველოს ტურიზმის განვითარების პროექტი

02/16/2018

საქართველოს ტურიზმის განვითარების პროექტი ესტონეთის მხარდაჭერით (პროექტის კოორდინატორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარინა მეტრეველი)

ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან (ICC Estonia) ერთად, მისი გენერალური მდივნის დოქტორTiit Tammemägi-ის თაოსნობით, პროფესორ Jelena Rootamm-Valter-ისა და პროფესორ Marina Metreveli-ის მიერ შემუშავებული პროექტით, საქართველოს ტურიზმის ასოციაციაციას და მის წევრ კომპანიებს მეორე წელია აქვთ საშუალება მონაწილობა მიიღონ ესტონეთის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში - „tourest 2018“, 8-11 თებერვალი.
პარტნიორი ორგანიზაცია - ესტონეთის საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატა ICC Estonia, პროექტს აფინანსებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გარდა პროექტის კოორდინატორის ფუნქციებისა, გამოფენის ფარგლებში პროფესორმა მარინა მეტრეველმა სტენდზე ვიზიტორებს გააცნო ქართული ტურისტული პროდუქტი, წაიყვანა ლექცია და ვიქტორინა საქართველოს ტურისტულ რესურსებთან დაკავშირებით.

სარეკლამო-საგამოფენო საქმიანობის ინოვაციური პროექტი ტურიზმში 2017 წლიდან, ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. 2017 წელს ტურიზმის ეროვნულმა ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა საგამოფენო აქტივობებში და ჩაუტარდათ ტრეინინგი, 2018 წელს კი უკვე აქვთ საკუთარი სტენდი, რომელიც წარმატებული იყო ვიზიტორთა შორის. აღნიშნული წარმატება იმედს გვაძლევს, რომ ქვეყანას მეტი ესტონელი ტურისტი ეწვევა.

პროფესორმა მარინა მეტრეველი დამსახურების შესახებ პროექტის ორგანიზატორებმა მას გამოუგზავნეს შემდეგი წერილი:


 TOUREST 2018

JelenaRootamm-Valter

Дорогая проф. Метревели!
Огромное спасибо за Ваш поистине бесценный вклад в дело развития грузинского туризма.
Пеетер Пускай, новый секретарь ICCEstonia тоже по достоинству оценил и Ваши заслуги, и Ваши возможности.
Большое дело уже сделано, но еще больше ждет впереди!
Будем, как всегда, поддерживать дружескую тесную связь!
Всего самого наилучшего!

Елена Роотамм-Валтер
ICC Estonia