24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუმრები უკრაინიდან

02/12/2018

 2018 წლის 9 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ცენტრალური უკრაინის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელზეც ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ცენტრალური უკრაინის ეროვნულ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ჩერნოვოლიმ.
ბატონი არჩილი სტუმრებს ესაუბრა უნივერსიტეტის წარსულსა და მომავალზე, პრობლემებზე, პროექტებზე და ა. შ. დაათვალიერეს სტუ-ის ბიბლიოთეკა, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე. დაისვა საინტერესო შეკითხვა, რაზეც ამომწურავად უპასუხა ბიბლიოთეკის დირექტორმა, პროფესორმა ვაჟა პაპასკირმა და გააცნო მათ ბიბლიოთეკის წიგნადი და ელექტრონული ფონდი.
უკრაინიდან ჩამოსულ სტუმრებს, პროფესორებს გალინა კუზმენკოს და ლეონიდ შმაევიჩს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე. მათ დაათვალიერეს სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, კომპიუტერული კლასები და ა.შ. ისაუბრეს მომავალ თანამშრომლობაზე, სტუდენტთა და პროფესორთა გაცვლით პროგრამებზე და სხვა ერთობლივ პროექტებზე.