24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

01/27/2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2018 წლის 24 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელმა იოსებ ბაღათურიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის შორის გაფორმებული მემორანდუმი განსაზღვრავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, სხვადასხვა სამეცნიერო ან/და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელებას.
ხელმოწერის დროს თავის გამოსვლაში აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელიც უნივერსიტეტში მიმდინარეობს საქართველოს უნივერსიტეტების ახალ სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არჩეული აქვს სტრატეგია გამოყენებითი მეცნიერების კუთხით, რაც გულისხმობს „ცოდნის ეკონომიკაზე“ გადასვლას, ტექნოლოგიურ და ახალ ინოვაციებზე დაფუძნებულ ცოდნას, რომელიც კარდინალურად ახალ გამოწვევებსა და ამოცანებს ნიშნავს. ამდენად, ნებისმიერი ამ ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერება გულისხმობს არა მარტო ეპიზოდურ თანამშრომლობასა, არამედ მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციის (დაწესებულების, საწარმოს) უშუალო მონაწილეობას უნივერსიტეტის ცხოვრებაში, მის მართვაში, როგორც ფაკულტეტის, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე. თავის მხრივ უნივერსიტეტი ყველა რესურს გამოიყენებს საკვლევი და სამეცნიერო ამოცანების შესრულებისთვის, სასწავლო პროგრამებში მათი წინადადებებისა და მოსაზრებების ასახვისთვის. ეს კი შესაძლებლობას შექმნის რეალურ კავშირებს პრაქტიკულ საქმიანობასთან, ბაზრის მოთხოვნებთან. ასეთ შემთხვევაში კი მემორანდუმი საინტერესო იქნება როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის და ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისთვის. მხოლოდ ასეთ ვითარებაში იმუშავებს ის, რასაც ჩვენ „ცოდნის ეკონომიკაში“ ვგულისხმობთ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯომარე იოსებ ბაღათურია დაეთანხმა ბატონ არჩილ ფრანგიშვილის გამოსვლას და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის კერა, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი მეცნიერები და ტექნიკური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ბოლო წლებში კი ჰუმანიტარული სფეროს მუშაკებიც, მათ შორის საჯარო მოხელეები და იურისტები. მიესალმა რა მემორანდუმის გაფორმების ფაქტს მან თავის მხრივ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ბევრი რამ ახალი და საყურადღებო იყო რექტორის გამოსვლაში და მომავალი ურთიერთობა უნივერსიტეტთან იმ პრინციპებზე იქნება აგებული, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგია განსაზღვრავს. მან გამოთქვა მზაობა სტუდენტთა პრაქტიკის, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სტაჟირების, ტრენინგების ჩატარებაზე.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის უფროსმა პროფესორმა გენადი იაშვილმა და საჯარო მმართველობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა პროფესორმა შოთა დოღონაძემ, მათ ისაუბრეს აღნიშნული მემორანდუმის მნიშვნელობაზე საჯარო მოხელეების პროფესიული ჩამოყალიბების საქმეში.