24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

01/25/2018

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტს“ შორის


2018 წლის 18 იანვარს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტს“ შორის.
ურთიერთანამშრომლობის მიზანი: ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დარგის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, აგრეთვე, საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დარგთაშორისი სამეცნიერო ან/და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელებაა.
ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი მიესალმა უნივერსიტეტის ბიზნეტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ინიციატივას „საქპატენტთან“ თანამშრომლობის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების დანერგვის მენეჯმენტი თანამედროვე გამოწვევაა და ამ მიმართულებით სტუდენტთა კვალიფიკაცია სწორედ რომ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილია.
„საქპატენტის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გოგილიძემ ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სააგენტოს მიღწევებსა და მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ამ სფეროში ნორმატიული ბაზა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, სააგენტოში რეგისტირებულია ასობით პატენტი, სუსტი წერტლია მათ შორის კავშირების სისტემა, ამიტომ ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივა ამ რთული გამოწვევის პირობებში მისასალმებელია. ნიკოლოზ გოგილიძემ სტუდენტების სტაჟირებასა და გამოყენებითი ცოდნის დანერგვის სფეროში ერთობლივ კონფერენციებსა და სემინარების ჩატარებასაც გაუსვა ხაზი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით სასწავლო პროგრამები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრაქტიკული კურსითაც შეივსება, რაც უდაოდ ხელს შეუწყობს სტუდენტთა დასაქმებას ამ მიმართულებით.