24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

შეხვედრა დამსაქმებლებთან

01/23/2018

 2018 წლის 18 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან, დამსაქმებლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე და მენეჯერი ბატონი ზაზა ბუაჩიძე. დამსაქმებლები იყვნენ წარმოდგენილები სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიადან“, სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფიდან“, შპს „დემასიდან“, შპს „სემექს ჯორჯიადან“ და შპს „თბილისი რეფიერ კომპანიდან. შეხვედრაზე დეპარტამენტის პროფესორებმა განსახილველად და გასაცნობად წარმოადგინეს საგანმანათლებლო პროგრამები: ბაკალავრიატის - „საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები“ ( ხელმძღვანელი პროფ. ა. ქუთათელაძე), მაგისტრატურის - „საბანკო პროცესების მართვა“ (ხელმძღვანელი პროფ. რ. ბურდიაშვილი), დოქტორანტურის - „ფინანსები“ (ხელმძღვანელი პროფ. გ. ცაავა). წარმოდგენილმა საგანმანათლებლო პროგრამებმა საერთო მოწონება დაიმსახურა. სტუდენტებისა და დამსაქმებლების მხრიდან დაისვა შეკითხვები, გაჩნდა საინტერესო მოსაზრებები, რაც პროგრამის ხელმძღვანელებმაც გაიზიარეს და შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში იქნება ასახული.