24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა საჯარო ლექცია

01/22/2018

პრესრელიზი

2018 წლის 17 იანვარს სტუ–ს ბიზნესტექნოლგიების ფაკულტეტზე ჩატარდა პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის საჯარო ლექცია თემაზე “ინფორმაციული ომები და კიბერუსაფრთხოების პრობლემები”.
საჯარო ლექციის ფორმატში განხილული იყო კონცეფცია, რომელიც მოიცავს საინფორმაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერული და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები) გამოყენებას მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოსაპოვებლად.
კონცეფციის მიხედვით ახალი თაობის ომების ტექნოლიგიები ინფორმაციულ–ფსიქოლოგიური ზეგავლენისა და დაფარული დივერსიული კიბერშეტევების პარალელურად, მართვადი ქაოსის მეშვეობით განხორციელებული ე.წ. ჰიპბრიდული ომების ტაქტიკასაც გულისხმობს.
კიბერკონფლიქტების მსოფლიო გამოცდილების პარალელურად, ერთ–ერთი საერთაშორისო ანალიტიკური ფონდის (ShadowServer) ექსპერტების: ხოსე ნასარიოსა და ანდრე დიმინოს ანგარიშის საფუძველზე, განხილული იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები საქართველოში (ხუთდღიანი ომი). ქართულ საიტებზე თავდასხმაში მონაწილე კიბერჯგუფებმა განახორციელეს ტიპიური “bothen” თავდასხმა, რომლის დროს DdoS შეტევების რაოდენობა 64 000 პაკეტს უტოლდებოდა, გაითიშა ქართლი სამთავრობო საიტები. ამ შეტევებს მოჰყვა სამხედრო კონფლიქტი, რის შედეგადაც საქართველომ ტერიტორიის 1/5 დაკარგა, დაიხოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა საკუთრება და სხვა. მსგავსი შეტევა 2009 წელსაც განმეორდა.
საერთასორისო პარტნიორების დახმარებით მოხერხდა კიბერშეტევების ტექნიკური განეიტრალება, თუმცა ზარალი იმდენად დიდია, რომ იგი შეიძლება შეფასდეს როგორც ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა დარღვევა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იგმორირება.
მართალია საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს “უსაფრთხო ევროპა უკეთეს მსოფლიოში”, ევროპის კავშირის საბჭოს მაშინდელი გენერალური მდივანის, ხავიერ სოლანას განცხადებას, რომ საქართველოს მოვლენებიდან გამომდინარე ევროპა გადახედავს თავის უსაფრთხოების კონვენციას, აგრეთვე, საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფეროში გარკვეული სამართლებრივ და ტექნიკური დაცვის ღონისძიებათა ახალ სისტემას, მაგრამ იმის გამო, რომ კიბერსაფრთხეები სახელმწიფოს საზღვრებს არ ემორჩილება, პრობლემა გლობალურ გადაწყვეტას ითხოვს.
გლობალური მასშტაბით კი პრობლემის დაძლევის ერთიანი მიდგომა ჯერ–ჯერობით ვერ ჩამოყალიბდა. ამისთვის საკმარისია აშშ–ს, დასავლეთ ევროპის ქვეყნების, G20–ს ქვეყნების, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ბრიკსი–ს და სხვა მიდგომათა შედარება და ცხადი ხდება, რომ მათ შორის არსებითი განსხვავების გამო მსგავსი გლობალური შეთანხმება თითქმის შეუძლებელია.
საქართველო, როგორც კიბერომის მსხვერპლი, საერთაშორისო დისკუსიებში უნდა იყოს მუდამ ჩართული და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისაგან ითხოვდეს ახალი ციფრული კონვენციის ხელმოწერას, აგრეთვე მხარს უჭერდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მსგავსი კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ორგანოს შექმნას.
“ფიშინგი”, “შპიონაჟი” თუ სხვა კიბერიარაღი, რომელსაც საქართველო ემსხვერპლა, ისეთი საფრთხეებია, რომლებიც შეიძლება არა მარტო ალ–ქაედას მსგავსი ტერორისტული ჯგუფებისაგან, არამედ სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი ხაკერებისგანაც მოდიოდეს. ამიტომ, ჩვენი მაგალითის სისტემატური აფიშირებით არ უნდა მივცეთ საშუალება. “ვიღაცას” სამყაროს უკანასკნელი ბრძოლისთვის ამზადებდეს.
აუდიტორიაში დამსწრეთა მხრიდან შეკითხვებისა და პოზიციების დაფიქსირების შემდეგ, ჩამოყალიბდა ხედვა – ვიდრე პოლიტიკოსები და გიგანტი სახელმწიფოები ამ სფეროში საერთო ენას გამონახავენ, ჩვენ მოძრაობას არ უნდა ვწყვეტდეთ კიბერმშვიდობისათვის.
უთხარი არა ინფორმაციულ ომს!
შემოგვიერთდით!