24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

12/21/2017

საბჭოს სხდომა

2017 წლის 18 დეკემბერს სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის შედეგებით ფაკულტეტზე არის დადებითი ძვრები, როგორც სტუდენტთა კონტიგენტის ზრდის კუთხით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებით. ფაკულტეტზე შეიქმნა საჯარო მმართველობის პრობლემათა სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ბიზნესტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერი და კვლევითი ლაბორატორია. უნივერსიტეტში ჩატარებული აკადემიური პერსონალის კონკურსის შედეგად ფაკულტეტი შეივსო ახალი აკადემიური პერსონალით. სხდომაზე რ. ქუთათელაძემ წარმოადგინა 2018 წლის ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტი და ფაკულტეტის ახალი სტრუქტურა, რომელიც საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.
სხდომაზე ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა პროფესორმა ნინო ჩიკვილაძემ ინფორმაცია გააკეთა ავტორიზაციის სტანდარტების შესახებ, კერძოდ: „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში“.