24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

სტუმარი - ვილჰელმ ჰოიზერი გერმანიიდან

11/27/2017

ვილჰელმ ჰოიზერი - პროფესორი, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი, გერმანია


პროფესორმა ვილჰელმ ჰოიზერმა 2017 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ,,საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის” დეპარტამენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებთან გერმანულ ენაზე წაიკითხა ორი ლექცია – „მიწოდების პროცესის ფინანსები“ და „ლოგისტიკა სერვისის მიწოდების თვალთახედვით“ (ქართული თარგმანის უზრუნველყოფით). პროფესორმა ჰოიზერმა ისაუბრა მიწოდების ჯაჭვის პროცესში ფინანსური ნაკადების მართვის აქტუალური საკითხების შესახებ. განიხილა მწარმოებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობები. მან სტუდენტებს განუმარტა, რომ „მიწოდების ჯაჭვის ფინანსები“ წარმოადგენს თანამედროვე მიდგომას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მწარმოებლისა და მომხმარებლის დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.
აგრეთვე, მეორე ლექციაზე აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ლოგისტიკური სერვისის გაუმჯობესება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა.
ლექციის ბოლოს სტუდენტებმა პროფესორ ჰოიზერს დაუსვეს არაერთი საინტერესო და აქტუალური შეკითხვა, რომელთა უმრავლესობა შეეხებოდა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს.