24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინება ბელგიაში

11/27/2017

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორების მივლინება


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები რუსუდან ქუთათელაძე და ნინო ფაილოძე, აგრეთვე სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან ქოქრაშვილი 2017 წლის 15-19 ნოემბერს მივლინებული იყვნენ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, სადაც ჩატარდა ბიზნესში სამართლებრივი ნორმების დაცვის გლობალური სამიტი.
გლობალური შესაბამისობის სამიტი ორგანიზებული იყო BERRY Professionals მიერ. BERRY Professionals არის ბიზნესზე ორიენტირებული პროფესიონალთა ჯგუფი, რომლებსაც მენეჯმენტში პროფესიონალურ ღონისძიებათა ჩატარების დიდი გამოცდილება აქვთ.
სამიტი მოიცავდა სხვადასხვა თემატურ განყოფილებებს, მათ შორის:
• მენეჯმენტის მიმოხილვა, მონიტორინგი, ანალიზი და შეფასება;
• ხელმძღვანელობა და მართვა;
• ხელმძღვანელობა და ვალდებულება;
• ფინანსური კონტროლი;
• ბენჩმარკინგი;
• ახალი ტექნოლოგიების დაცვა ბიზნესში;
• გლობალური ოპერაციების შესრულება და შემდგომი შერწყმის გამოწვევები;
• ბიზნესი მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში;
• შესაბამისობის რისკები, გამოწვევები და შესაძლებლობები.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო სამიტებსა და კონფერენციებში სიახლეების, გამოწვევების და გადაწყვეტილებების მიღების განხილვა; მონაწილეებისათვის ინტერაქტიული ქსელის მაქსიმალური შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო გლობალური მენეჯმენტის უნიკალური და გამამდიდრებელი გამოცდილების გაცნობა და გაზიარება.
სამიტს ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: უნივერსიტეტის ლიდერები და ადმინისტრატორები, მეცნიერებათა დოქტორები, საზოგადოებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ჩატარდა რამდენიმე ვორქშოფი. დისკუსიები სხვა ინდუსტრიის ლიდერებთან. ასევე იყო დისკუსია მაყურებელსა და მონაწილეებს შორის. მოხსენებით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი როდერიკ მაკაულეი.
მრგვალ მაგიდასთან იყო საუბარი თუ როგორ უნდა განხორციელდეს და შეფასდეს წარმატებული მენეჯმენტი, ახალი რეგულაციები და მისი გაფართოებული საერთაშორისო მიდგომა, ნაჩვენები იქნა პრეზენტაციები საუკეთესო სასწავლო პრაქტიკის შესაბამისად ბიზნესში მაღალი რისკის ქვეყნების.
ბოლოს მოცემული იყო რეკომენდაციები წარმატებული შესაბამისობის ეთიკის პროგრამების შემუშავების, განხორციელების და შეფასების, პრაქტიკაში საუკეთესო სწავლებისა და შესაბამისობის ამაღლების, ახალი რეგულაციების და მისი გაფართოებული საერთაშორისო მიდგომის.
ჩვენმა პროფესორებმა ურთიერთობა დაამყარეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მეცნიერებთან და მკვლევარებთან.