10/26/2017
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტის წარმატება
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული
მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრებისათვის დიდი წარმატებით დასრულდა. მათ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჯამში 30 მედალი (9 ოქრო, 11 ვერცხლი, 10 ბრინჯაო) მოიპოვეს.
უფროსებს შორის ასპარეზობდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა,
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სწავლების მესამე წლის სტუდენტი იმედა ჭინჭარაული (60კგ).
ვულოცავთ ჩვენს სახელოვან სპორტსმენს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას.