24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

პირველი საერთაშორისო კონფერენცია - IHE 2017

10/17/2017

საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი მონაწილეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ TEMPUS-ის პროგრამის Re-THINKe-ის (Reform of Education Thru International Knowledge exchange - განათლების რეფორმა ცოდნის საერთაშორისო გაცვლის საშუალებით) პროექტში (54417 8-T EM PUS-1-2013-1-PT-TEMPUS-JPCR.

აღნიშნული საგრანტო პროექტის ფარგლებში 2017 წლის 12 ოქტომბერს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტმა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა ჩაატარეს პირველი საერთაშორისო კონფერენცია - IHE 2017 თემაზე ,,უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია: სტრატეგიები და გამოწვევები“, Internationalization in Higher Education: strategies and challenges IHE 2017.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე სიტყვითა და მოხსენებით გამოვიდნენ - ლისაბონის არქიტექტურის ფაკულტეტის პრეზიდენტი ჟოაო პარდალ მონტეირო, პორტუგალია; ტემპუსის RETHINKe პროექტის ხელმძღვანელი ოქსანა რიბაკი (ტურჩანინა), ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიო კასტელბრანკო და სხვები.
RETHINKe პროექტის შედეგების განვითარების მორიგი წარმატება იყო კონფერენციის პლენარულ სხდომაზე ერაზმუს პლუს K1 პროგრამის უმაღლესი განათლების სტუდენტურ და საშტატო მობილობის პროექტზე საზეიმო შეთანხმება. ლისაბონის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის პრეზიდენტმა ჟუაო პარდალ მონტეირამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს შიდა საუნივერსიტეტო ხელშეკრულებას სტუდენტთა და მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამის შესახებ, რომლის მიხედვითაც ქართველი სტუდენტები ნახევარი წლით გაემგზავრებიან ლისაბონის უნივერსიტეტში, ლისაბონელი სტუდენტები ჩამოვლენ საქართველოს ტექნკურ უნივერსიტეტში; ორივე უნივერსიტეში განხორციელდება ხუთდღიანი საქმიანი მივლინებები პედაგოგებისთვის.
პლენარული სხდომის შემდეგ ბიზნესტექნოლოგიების და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტებზე გაიმართა სექციური მუშაობა, სადაც წარმოდგენილი იქნა მოხსენებები საკუთარი გამოცდილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან შედარებითი ანალიზის, ახალი საერთაშორისო ტექნოლოგიების, ელექტრონული სწავლებისა და უმაღლესი განათლების სისტემაში სხვა საერთაშორისო საკითხების შესახებ.