24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიხსნა კომპიუტერული ცენტრი.

05/23/2017 2017 წლის 20 მაისს, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ოფიცილაურად გაიხსნა TEMPUS LMPH (პროფესიონალური საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავება სასტუმროს მენეჯმენტში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში) პროექტის ფარგლებში ორგანიზებული კომპიუტერული ცენტრი.
ცენტრში განთავსებულია 21 კომპიუტერი, მრავალფუნქციური პრინტერი, პროექტორი, სასტუმრო დარგის სახელმძღვანელოები და დამხმარე ნაბეჭდი რესურსები.
ცენტრი ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე მოწვეული იყვნენ სტუ-ს ადმინისტრაცია, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ERASMUS + ოფიცერი, პროექტის მონაწილე პარტნიორი ორგანიზაციები და სასტუმრო დარგით დაინტერესებული პირები.
პროექტის დირექტორის, სტუ-ს ასოც. პროფ. ია მოსაშვილის მიერ გაკეთდა მოკლე მიმოხილვა პროექტის ფარგლებში განხორციელებეული აქტივოვების შესახებ.
პროექტის უმთავრეს შედეგს წარმოადგენს:
- 4 საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და აკრედიტაცია:
- არსებულ ტურიზმის პროგრამებში საგნების და მოდულების მოდიფიცირება:
- სასერთიფიკატო კურსების ორგანიზება და ჩატარება:
დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა პროფ. მანანა ვასაძის სახელმძღვანელო „სასტუმრო და კვება“, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა და დაიბეჭდა. პროექტის შესახებ შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდნენ: სტუ-ს რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, ERASMUS + ოფიცერი - დოქტ. ლიკა ღლონტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები: ნინო ფაილოძე, მანანა ვასაძე, ლია კვარაცხელია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი - ნანა ახალაია. პროექტის მონაწილე პროფესორებს გადაეცათ სერთიფიკატები კოანიმაციის ტრენინგებში მონაწილებისათვის.