09/05/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=23107
2023 წლის 19-21 ოქტომბერს გაიმართება “მე-3 საერთაშორისო კონფერენცია სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით”, რომელსაც უმასპინძლებს თურქეთის ფენერბაჰჩეს უნივერსიტეტი (Fenerbahce University) (სტამბოლი, თურქეთი). ღონისძიების ორგანიზატორია
საერთაშორისო ჟურნალი და კონფერენციები სოციალურ და განათლების მეცნიერებებთან დაკავშირებით - USBED.
კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მოიცავს ისეთ
სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა განათლება, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, სამართალმცოდნეობა და სხვა მსგავსი მიმართულებები.
სამეცნიერო სტატიების გაგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 30 სექტემბერი.
კონფერენციასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, ღონისძიებაში მონაწილეობის პირობები და
გზამკვლევი ავტორებისთვის სტატიის გასაფორმებლად იხილეთ კონფერენციის ვებგვერდზე.
კონტაქტისთვის:
პროფ. აიტეკინ დემირჩოღლუ (Aytekin DEMİRCİOGLU)
ელ.ფოსტა:
usbedconference@gmail.com
--
GTU Erasmus+ Team
GTU International Relations Department
GTU Administrative Building, Room #221
77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia
Phone: (+995 32) 236 51 73