24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

საერთაშორისო ვირტუალური კონფერენცია

08/24/2023



https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=23048

2023 წლის 26-27 სექტემბერს ტორუნის ნიკოლას კოპერნიკუსის უნივერსიტეტი (Nicolaus Copernicus University in Toruń) (ტორუნი, პოლონეთი) ორგანიზებას უკეთებს მესამე საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციას „მცენარეთა დაცვა და სასურსათო უსაფრთხოება: მიკრობიოლოგია, ნიადაგმცოდნეობა, სურსათის ხარისხი და აგროკულტურის გენეტიკა“.

კონფერენციის სესიები სამ ძირითად თემატიკას მოიცავს:
  • სესია I: მცენარე-მიკრობების ურთიერთქმედება და ეკოსისტემის მენეჯმენტი
  • სესია II: მცენარეთა მეტაბოლიზმი და სიგნალიზაცია
  • სესია III: ნიადაგის რისკფაქტორები და დაცვა
შევსებული რეგისტრაციის გაგზავნა შესაძლებელია ელ.ფოსტაზე: soil-micro@umk.pl.

სარეგისტრაციო ფორმებისა და აბსტრაქტების გაგზავნის ბოლო ვადაა მიმიდნინარე წლის 31 აგვისტო.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

პატივისცემით,
--

GTU Erasmus+ Team

GTU International Relations Department

GTU Administrative Building, Room #221

77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia

Phone:  (+995 32) 236 51 73