24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ბრძანება

08/02/2023



სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში სტუ) დოქტორანტურის დებულებისა და სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს N01-05-04/104 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2023/2024 სასწავლო წელს სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის პროცესის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების სწავლების პირველ წელზე;

2.    სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის პროცესის წარმართვა დაევალოს სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსს თ. წერეთელს;

3.    სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდეს ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge ან შესაბამის ფაკულტეტზე 2023 წლის 1 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით (განცხადების ფორმა იხ. დანართში 1, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია იხ. დანართში 2);

4.    ელექტრონულ პლატფორმაზე აპლიკანტის მიერ ატვირთული საბუთების პირველადი შემოწმება დაევალოთ შესაბამისი ფაკულტეტის უფლებამოსილ პირებს (საკონტაქტო პირები ფაკულტეტების მიხედვით იხ. დანართში 3);

5.    ფაკულტეტებიდან დოკუმენტაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ვიზირებული განცხადებები არსებული წესის  (საქმის წარმოების სისტემის (eflow) მეშვეობით) თანახმად გადაეგზავნოს სტუ-ის საქმის წარმოების დეპარტამენტს;

6.    სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად გამოცდა უცხო ენაში ჩატარდეს 2023 წლის 14 სექტემბრის 1000 საათიდან, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი -1, მე-6 სართული, კომპიუტერული ცენტრი  - 2, პირველი სართული; კოსტავას ქ. N68). საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდეს 2023 წლის 14 სექტემბრის 1000 საათიდან 15 სექტემბრის 1400 საათამდე გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდეს 2023 წლის 15 სექტემბერს სტუ-ის ვებგვერდზე;

7.    სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდეს 2023 წლის 14 სექტემბრის 1100 საათიდან სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ.N77 (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში). შედეგები გამოქვეყნდეს სტუ-ს ვებგვერდზე 2023 წლის 15 სექტემბერს;

8.    გასაუბრებები საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიებთან ჩატარდეს 2023 წლის 18 სექტემბერს 1000 საათიდან. გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი - ჩასარიცხ აპლიკანტთა სია) გამოქვეყნდეს სტუ-ის ვებგვერდზე 2023 წლის 19 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდეს 2023 წლის 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრის 1400 საათამდე. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდეს სტუ-ის ვებგვერდზე 2023 წლის 22 სექტემბერს;

9.    საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2023 წლის 23 სექტემბერიდან 27 სექტემბრის ჩათვლით (კვირის დღის გარდა)) აპლიკანტი ვალდებულია გააფორმოს უნივერსიტეტთან აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები;

10. სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტში საფაკულტეტო დროებითი კომისიების თავმჯდომარეებმა მოხსენებითი ბარათები, საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმი (ოქმები) და აპლიკანტთა ხელშეკრულებები (რაც წარმოადგენს დოქტორანტურაში ჩარიცხვის საფუძველს) უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 28 სექტემბერს;

11. სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტმა 2023-2024 სასწავლო წლისათვის სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხად მოამზადოს რექტორის ერთიანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება), არაუგვიანეს 2023 წლის 1 ოქტომბრისა;

12. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს ლ. კლიმიაშვილს;

13. ბრძანება განთავსდეს სტუ-ის ვებგვერდზე;

14. ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისთვის უზრუნველყოს საქმის წარმოების დეპარტამენტმა;

15. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N64).

 

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3