24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინება თურქეთში

07/19/2023


მივლინება თურქეთში

2023 წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თურქეთის ქალაქ უშაკში - უშაკის უნივერსიტეტში (Uşak University, Turkiye) Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა პერსონალის მე-4 საერთაშორისო კვირეული თემაზე: „ხარისხის უზრუნველყოფა განათლებისა და კვლევის თანამშრომლობაში“.

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 15 ქვეყნის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების 60-მდე წარმომადგენელი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აღნიშნულ კვირეულში მონაწილეობა მიიღო ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა მედეა ჭელიძემ.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაში, რომელიც გაიმართა კონგრესებისა და კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში, მონაწილეობდნენ უშაკის გუბერნატორი, დოქტორი თურან ერგიუნი, უშაკის პროვინციის პროტოკოლის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ეკრემ სავაში, პარტნიორი უნივერსიტეტების ხელმძღვანელი პირები.

უნივერსიტეტის რექტორმა, ფაკულტეტების დეკანებმა, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მონაწილეებს წარუდგინეს ვრცელი ინფორმაცია უნივერსიტეტის საქმიანობის, მათ შორის გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. 5-დღიანი დატვირთული პროგრამა მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, როგორიცაა პერსონალის სწავლება, ტრენინგები, პრეზენტაციები, სემინარები, მასტერ-კლასები, პანელური დისკუსიები, კულტურული ღონისძიებები.

კვირეულის მსვლელობისას მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდების, სტრატეგიების და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ, აგრეთვე გააზიარეს საკუთარი გამოცდილება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კომპლექსურ შესწავლას, რომლის მიზანია ხარისხის შენარჩუნება და გაუმჯობესება, მისი სამართლიანობის და ეფექტიანობის მიღწევა. ხარისხის უზრუნველყოფის საიმედო მექანიზმების ჩამოყალიბება ძალზედ აუცილებელია მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, რის შესახებაც იმსჯელეს თურქეთის უმაღლესი განათლების ხარისხის საბჭოს (YÖKAK), TUBITAK-ის, თურქეთის ეროვნული სააგენტოს, Kadir Has უნივერსიტეტის და იზმირის მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ექსპერტებმა და წარმომადგენლებმა.

პროფ. მ. ჭელიძემ კვირეულზე წარმოადგინა პრეზენტაცია სტუ-ს და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ისტორიის, მისიის, სტრუქტურული ერთეულების, მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ.

დასასრულს, როგორც უშაკის უნივერსიტეტის, ისე ღონისძიებაში მონაწილე სხვა უნივერსიტეტების მხრიდან გამოითქვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი, დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.