24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

იაპონია-საქართველოს ურთიერთობები ტყის მდგრადი მართვის სფეროში

07/17/2023


იაპონია-საქართველოს ურთიერთობები ტყის მდგრადი მართვის სფეროში

პრესრელიზი

2023 წლის 14 ივლისს, ბეთანიაში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროექტის   -   „შეუნახე ტყე მომავალ თაობას“ - გახსნის ღონისძიება. ღონისძიება მიეძღვნა ტყის მდგრადი მართვის სფეროში იაპონია-საქართველოს ურთიერთობებს. პროექტის ინიციატორები არიან საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები: ანა ცაცანაშვილი. ლაშა თოლორდავა, დავით ყოლბაია, ლანა ხიჯაკაძე, მარიამ ჯიბლაძე, სულხან ტაბატაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალური ოფისის ხელმძღვენელი, ბატონი ჰიროიუკი მორი და მისი თანაშემწე, ბატონი კონსტანტინე წერეთელი, იაპონელი პიანისტი, დოქტორი უსუი ტოშიკი და საქართველოში იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი - ამბაკო ბაღაშვილი, ქეთევან ქოქრაშივილი (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო), როზა ლორთქიფანიძემ (აგროეკოლოგიური აკადემია), დალი აბაშიძე (ფიროსმანის მუზეუმის დირექტორი), მაია ყიფიანი, სტუ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები; გიორგი ბაღათურია, ოთარ ქოჩორაძე, ზურაბ ნასარაია, ოთარ ბაღათურია, თამარ რევაზიშვილი, ირინა იაშვილი, ბესიკ შერაზადაშვილი, ქეთევან ცაცანაშვილი, ლევან სისვაძე და სხვები.

პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს დიდთოვლობისა და ჭარბი ნალექის გამო წიწვოვანი ნარგავების მასშტაბურად განადგურებისა და საგანგაშო ეკოლოგიური ვითარების თაობაზე. კოჯორი-ბეთანიის ტყის საფარის აღდგენა-განახლების პროექტის შესახებ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქალბატონმა რუსუდან ქუთათელაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა, გამოხატეს მზაობა სტუდენტთა ჩართულობით პერიოდულად განხორციელდეს სეზონური აქტივობები - კავკასიური ფიჭვის ნერგების დარგვა კოჯორი-ბეთანიის ტყის პრობლემურ მონაკვეთზე. არფას (ირინა კობახიძე) და ფლეიტის (ნინო მაჭავარიანი) თანხლებით გაჟღერდა „მელოდიები ტყის გადასარჩენად“.