24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

კონკურსი “მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“

07/15/2023


გაცნობებთ, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს “მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ მოსაპოვებლად.

კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას. 

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 3 გამარჯვებული - ახალგაზრდა, ახალგაზრდების ჯგუფი, ან ახალგაზრდული ორგანიზაცია; თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)ს გადაეცემა სიგელი და ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით. 

განცხადებება სახელმწიფო მინისტრის აპარატს უნდა მიეწოდოს მ/წ 20  აგვისტოს ჩათვლით

გიგზავნით კონკუსის პირობებსა და ვადებს: 

 

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid01Dk1NEoaTxsTDTcgttFoEf2bcKcgJHmqzGBTKFXjGaZZSv7degKuEwqV4jxiWMNkl&id=100064846652084&mibextid=Nif5oz

Log in or sign up to view

See posts, photos and more on Facebook.

m.facebook.com

 

გთხოვთ, მაქსიმალურად უზრუნველყოთ  აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება  თქვენს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

მადლობა თანამშრომლობისთვის.

  

პატივისცემით,

ნინო წერეთელი 

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო

უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

უზნაძის ქ. 52, თბილისი 0102, საქართველო

ტელეფონი: (+995 32) 2 200 220 (1120)

მობილური: +995 577 17 22 00 

ელ-ფოსტა: n.tsereteli@mes.gov.ge

ვებგვერდი: www.mes.gov.ge