24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ღონისძიება პარლამენტში

07/04/2023


სასტუმროს მომსახურების მართვის სამაგისტრატრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების დასწრება „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მოსმენით განხილვას საქართველოს პარლამენტში

 

2023 წლის 25 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სასტუმროს მომსახურების მართვის სამაგისტრატრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში გასვლა ჰქონდათ საქართველოს პარლამენტში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოინახულეს საქართველოს პარლამენტის შენობა. ჩაუტარდათ ექსკურსია, რომლის დროსაც გაეცვნენ სხვადასხვა სათათბირო და სასესიო სხდომების დარბაზების დანიშნულებასა და ისტორიას.

ღონისძიების მე-2 ნაწილი დაეთმო საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „საქართველოს კანონის პროექტის „ტურიზმის შესახებ“ პირველი მოსმენით განხილვის პროცესის გაცნობასა და მასზე დასწრებას.

ღონისძიება ჩატარდა სასტუმროს მომსახურების მართვის სამაგისტრატრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პროფესორი მარინა მეტრეველის ინიციატივითა და ტურიზმისა და მარკეტინგის ფაკულტეტის დეპარტამენტის უფროსი ლელა კოჭლამაზაშვილის ხელმძღვანელობით.