24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინება გერმანიაში

06/16/2023


მივლინება გერმანიაში

2023 წლის 8-12 მაისს გერმანიის ქ. ზაარბიუკენში, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტში, ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში, გაიმართა მე-14 საერთაშორისო ევროპული კვირეული, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორები ანზორ აბრალავა და ქეთევან ქოქრაშვილი.

გაიმართა შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობდნენ ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენლები - სწავლების დეკანი, დოქტორი პეტრა განჰოსტი; პროფესორი შტეფან ჰუტერი; მოწვეული პროფესორი ვილჰელმ ჰაუზერი და სტუ-ის დელეგაცია (რომელსაც ზუმპლატფორმის გამოყენებით დაემატა პროფესორი თინათინ იაშვილი).

განიხილეს ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების (ორმაგი დიპლომის პერსპექტივით) შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

12 მაისს გაიმართა შეხვედრა ქ. ზაარბიუკენის მერთან, ბატონ უვე კონრადტთან, რომელიც დაინტერესდა ორ მხარეს შორის უკვე არსებული ურთიერთობებით და სამომავლო გეგმებით.

ევროპულ კვირეულში მონაწილეობდნენ ბელგიის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები. დამყარდა მათთან გარკვეული კავშირები.