24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინების ანგარიში

06/06/2023


ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნათია შენგელიას მივლინება ესპანეთში

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია შენგელია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2023-წლის 14 თებერვლის კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა კორდობას უნივერსიტეტში (University of Cordoba, Spain) (ესპანეთი) საერთაშორისო აკადემიურ კვირეულში მონაწილეობის მისაღებად 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში (24-28.04.2023).

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ნათია შენგელიამ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი სამეცნიერო მიღწევების, სიახლეების შესახებ, მათ შორის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და სხვა აქტივობების შესახებ.   

გარდა ამისა, ნათია შენგელია შეხვდა კორდობას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ლ. სანტოსს, დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელება. მან ჩაატარა ასევე ლექციები ბიზნესის, სამართლისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დაგეგმილ საერთაშორისო ვორკშოპებში. მივლინების

აღნიშნული Erasmus+ პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა ესპანეთის, ალბანეთის, ფილიპინების, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება თანამედროვე სწავლების მეთოდების, საგანმანათლებლო პროგრამების და სხვა სიახლეების შესახებ. ასევე დაიგეგმა სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარება, გაღრმავება და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ერთობლივად მონაწილების მიღება.