English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თამარ ქაჯაიას მივლინება
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქაჯაია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, Erasmus+ Credit Mobility საერთაშორისო მობილობის პროექტის 2023-წლის 21 მარტს კონკურსის შედეგად, მიწვეულ იქნა კაუნასის კოლეჯის უმაღლეს სასწავლებელში (კაუნასი, ლიტვა) 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში (08.05.2023-12.05.2023) აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად.
პროექტის ფარგლებში თამარ ქაჯაიამ წაიკითხა ლექციები „ადამიანური რესურსების მენეჯმენტის“ აქტუალურ თემებზე. მასპინძელი ორგანიზაციის თხოვნით წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ და მიიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.
ვიზიტი კეთილგანწყობილ ურთიერთთანამშრომლობისა და კაუნასის კოლეჯის უმაღლეს სასწავლებელის მონაწილეების მხრიდან აქტიურ მხარდამჭერ გარემოში წარიმართა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნა უნივერსიტეტში არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება.