24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის

05/23/2023


https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22530

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) 2023/24 აკადემიურ წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის, ფილოსოფიის ფაკულტეტზე აცხადებს სტუდენტებისთვის  მობილობას, სტიპენდიების გარეშე.

სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
·      არქეოლოგია
·      საარქივო მეცნიერება
·      ისტორია
·      ფილოსოფია
·      პოლიტიკური მეცნიერებები
·      სოციოლოგია
·      სოციალური მუშაობა

პროგრამა 1 სემესტრის განმავლობაში (2024 წლის თებერვლის დასაწყისი - ივნისის ბოლო) გაგრძელდება. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების  წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 ივნისი.
უცხოურ ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება ჩატარდება 2023 წლის 16 ივნისამდე.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 20 ივნისამდე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ აქ.

დამატებით პრაქტიკული ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი
საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz

--

GTU Erasmus+ Team

GTU International Relations Department

GTU Administrative Building, Room #221

77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia

Phone:  (+995 32) 236 51 73