24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინება თურქეთში

05/16/2023

მივლინება თურქეთში

 2023 წლის 8-12 მაისს თურქეთის ქალაქ სივასში - სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტში (Sivas Cumhuriyet University) Erasmus+ საერთაშორისო კვირეული გაიმართა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. დელეგაციის წევრებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მანანა ვასაძე, ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო ომანაძე, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან მდინარაძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ქოჩლაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი თამარ ლოლაძე და სამთო გეოლოგიური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ პაპაჩაშვილი წარმოადგენდნენ.

საერთაშორისო კვირეულის ცერემონიალი 8 მაისს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა პროფესორმა ალი აქსუმ, ამავე დეპარტამენტის კოორდინატორმა პროფესორმა ემრე სევენმა გახსნა და მიესალმა დელეგატებს. სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტი ხუთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა რიგით მე-4 საერთაშორისო კვირეულს, რომელშიც ევროპის, აფრიკის და აზიის 17 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50 დელეგატი, მათ შორის პროფესორები, მკვლევარები და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

     საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა წარადგინეს საინფორმაციო და თემატური პრეზენტაციები საქართველოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თითოეული ფაკულტეტის შესახებ.

პროფესორებმა საერთაშორისო დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისია და მიზნები, მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები გააცნეს, ხაზი გაუსვეს საგანმანათლბელო სისტემაში ინტერნაციონალიზაციის როლს, და გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის რექტორის მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები განხორციელდა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, გაიმართა დისკუსია სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც. კვირეული სამეცნიერო საქმიანობასთან პარალელურად მოიცავდა კულტურულ აქტივობებს.

საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, დიდი ბრიტანეთის, მონტენეგროს, მაროკოს, განას, უკრაინის, მოლდოვის, ალბანეთის და ა.შ. უნივერსიტეტებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

საერთაშორისო კვირეულის დასაკვნითი ნაწილი გაიმართა სივასის რესპუბლიკის უნივერსიტეტის რექტორის ოფისში, სადაც რექტორმა პროფესორმა ალი ილდიმმა პირადად გადასცა სერთიფიკატები თითოეულ მონაწილეს.