24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

გაიმართა შეხვედრა ბატონ გოგა გელიტაშვილთან

05/01/2023


2023 წლის 28 აპრილს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი პროექტის - „წარმატების გასაღები“ (ავტორები: პროფ. გ. ყურაშვილი, პროფ. მ. ჭელიძე და პროფ. თ. ბერიძე) ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშესთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტ გოგა გელიტაშვილთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ფაკულტეტის სტუდენტები, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ბატონმა გოგამ ისაუბრა საკუთარი გამოცდილების შესახებ, მის კარიერულ წინსვლაზე, წარმატების ფორმულასა და სამომავლო გეგმებზე.

სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია ბ-ნი გოგას მიღწევებმა, შესაბამისად დაისვა შეკითხვები მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე, მათ შორის განათლების მნიშვნელობის, უცხო ენების საჭიროების, სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში სტუდენტების ჩართულობის, მიზნების და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის, პროფესიის არჩევის შესახებ.

შეხვედრა მიმდინარეობდა აქტიური დისკუსიის ფორმატში. დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოწვეული სტუმრის მიერ გამოითქვა სტუდენტებთან შემდგომი შეხვედრის მზადყოფნა.