04/28/2023
გიზიარებთ ინფორმაციას მიმდინარე საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადებულია
Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული კონკურსი არ არის „ჰორიზონტი ევროპის“ ნაწილი, თუმცა
Black Sea Basin პროგრამის ერთ-ერთ მიზანს შავი ზღვის ქვეყნებში კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.
საგრანტო კონკურსები სტანდარტული და მცირე პროექტების დასაფინანსებლად გამოცხადებულია სამ მიმართულებაზე:
- კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება.
- კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის პრევენციის ხელშეწყობა.
- ბუნების, ბიომრავალფეროვნების და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაცია, მონაწილეობის პირობები და განაცხადების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ქოლის ვებგვერდზე.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 ივლისი.
პატივისცემით,
--
Technology Transfer & Grants Office
Georgian Technical University
0171, Georgia, Tbilisi, Kostava str. 77
Phone: (+995) 599576369;
Email:
grantsoffice@gtu.ge
ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას 77
Phone: (+995) 599576369;
Email:
grantsoffice@gtu.ge