24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში

04/27/2023



https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22360

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (Wrocław University of Science and Technology - WUST) (ვროცლავი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს დამატებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური თანამშრომლებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 16 მაისამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 19 მაისამდე.

ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის შესავსები სააპლიკაციო ფორმა და მობილობის ხელშეკრულება იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 4 აკადემიური თანამშრომლის მობილობა ვროცლავის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. შერჩეულმა კანდიდატმა მობილობა უნდა განახორციელოს მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.

მიმართულება: არქიტექტურა, სამშენებლო, ქიმია, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამთო, გეოლოგია, გარემოსდაცვა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიები.


--

GTU Erasmus+ Team

GTU International Relations Department

GTU Administrative Building, Room #221

77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia

Phone:  (+995 32) 236 51 73