24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჰორიზონტი ევროპის ღონისძიება

04/27/2023


გიწვევთ „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ნიადაგის მისიის (EU Soil Mission) განხორციელების პროცესში ეროვნული ჩართულობის გაზრდას. 

ღონისძიება გაიმართება ამა წლის 2 მაისს, 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრაში მონაწილეობა აგრეთვე შესაძლებელია ონლაინ ნებისმიერი მსურველისთვის - სარეგისტრაციო ბმული. შესაბამისად, შეგიძლიათ გაავრცელოთ თქვენს ქსელში.

ღონისძიების ხანგრძლივობა- 2 საათი. 

სამუშაო ენა - ქართული.  

მისამართი: ᲛᲔᲠᲐᲑ ᲐᲚᲔᲥᲡᲘᲫᲘᲡ II ᲨᲔᲡᲐᲮᲕᲔᲕᲘ, N2,  0193, ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ

შეხვედრის მიზანია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია  "ჰორიზონტ ევროპის" პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ნიადაგის მისიის მიზნებისა და 2023 წლის  მიმდინარე კონკურსების შესახებ.  შეხვედრისას განხილული იქნება მონაწილობის პრაქტიკული ასპექტებიც.   

ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ NATI00NS-თან (National engagement activities to support the launch of the Mission 'A Soil Deal for Europe’ 100 Living Labs and Lighthouses) პარტნიორობით. 

შეხვედრის დღის წესრიგი ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: National Engagement Event on the EU Soil Mission - Georgia 

  

პატივისცემით, 

--

Technology Transfer & Grants Office

Georgian Technical University

0171, Georgia, Tbilisi, Kostava str. 77 

Phone:  (+995) 599576369;

Email: grantsoffice@gtu.ge

--

ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

0171, საქართველო, თბილისი, კოსტავას  77 

Phone:  (+995) 599576369;

Email: grantsoffice@gtu.ge