24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

მივლინება პორტუგალიაში

04/27/2023


მივლინება პორტუგალიაში

 

2023 წლის 17-21 აპრილს პორტუგალიის ქალაქ ბეჟაში - ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (IPBeja –Insittuto Politecnico de Beja) Erasmus+ საერთაშორისო კვირეული გაიმართა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. დელეგაციის წევრებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო ომანაძე და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი წარმოადგენდნენ.

საერთაშორისო კვირეულის ცერემონიალი 17 აპრილს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პროფესორმა ფატიმა კარვალომ და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის კოორდინატორმა კრისტინა პალმამ გახსნა და მიესალმა დელეგატებს. ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ხუთი დღის განმავლობაში მასპინძლობდა საერთაშორისო კვირეულს, რომელშიც ევროპისა და ბრაზილიის 29 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 80 დელეგატი, მათ შორის პროფესორები, მკვლევარები და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე, პროფესორი და ბიზნესტექნოლოგიების დეკანი რუსუდან ქუთათელაძე და ასისტენტ პროფესორი ნინო ომანაძე წარსდგნენ საინფორმაციო და თემატური პრეზენტაციებით: „მოტივაცია, როგორც ორგანიზაციის მამოძრავებელი ძალა“; „რეკრუიტმენტი და პერსონალის შერჩევა“.

პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა აუდიტორიას ქართული მევენახეობა და მეღვინეობა, დარგის ისტორია, რეგიონების თავისებურებები და ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით - ქვევრის ღვინის ტექნოლოგია სახელწოდებით „ საქართველო - ღვინის სამშობლო“ გააცნო.

პროფესორებმა საერთაშორისო დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მისია და მიზნები, მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები გააცნეს, ხაზი გაუსვეს საგანმანათლბელო სისტემაში ინტერნაციონალიზაციის როლს, და გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის რექტორის მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები განხორციელდა ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი სკოლის წარმომადგენლებთან, გაიმართა დისკუსია სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც. მასპინძელი უნივერსიტეტის აგრარულ სკოლაში ქართული დელეგაცია ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე სასწავლო საგაზაფხულო სემესტრს Erasmus+ გაცვლითი პროგრამით გადიან.

პროგრამის დასასრულს, საერთაშორისო კვირეულს ვილა დე ფრადში განთავსებულმა ღვინის მუზეუმმა და ტალჰას ღვინის ქარხანამ უმასპინძლა, რომელიც მე-18-ე საუკუნიდან აერთიანებს ღვინის წარმოებაში თაობათა ტრადიციებსა და ცოდნას ერთიანებს.

საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, იტალიის, პოლონეთის, ხორვატიის, ბელგიის, მალტის, რუმინეთის, ჩეხეთისა და ჰოლანდიის უნივერსიტეტებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.