24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

პროფესორთა წარმატებები

04/24/2023


პროფესორთა წარმატებები

 2023 წლის 2 აპრილს, ლარნაკაში (კვიპროსი) ჩატარდა საერთაშორისო მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებმა გუგული ყურაშვილმა, მედეა ჭელიძემ და დოქტორანტმა გოგა გელიტაშვილმა, რომლებმაც წარადგინეს მოხსენება „საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის თანამედროვე ასპექტები“.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ეკონომიკური კვლევის და განვითარების ინსტიტუტი (საქართველო); ნიქოზიის უნივერსიტეტი (კვიპროსი); საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (საქართველო); აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო); ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო).

კონფერენცია ჩატარდა მაღალორგანიზებულად. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ეკონომიკა და ფინანსები“.