24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული ლაკვილის უნივერსიტეტში

04/18/2023


https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22273

ლაკვილის უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ) (ლაკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო (I სემესტრი) და 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის:

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 27 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 28 აპრილამდე

ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 12 სტუდენტის, მათ შორის, 1 სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლაკვილის უნივერსიტეტში. მობილობის ხანგრძლივობა 6 თვეა, ხოლო სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტისათვის - 7 თვე.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 27 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 28 აპრილამდე

ლაკვილის უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 5 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ლაკვილას უნივერსიტეტში, 2022-23 აკადემიური წლის საგაზაფხულო ან 2023-24 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრებში. საგაზაფხულო სემესტრში მობილობის მსურველმა შერჩეულმა კანდიდატს შეუძლია მობილობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაკვილის უნივერსიტეტში 2023 წლის 20-22 ივნისს დაგეგმილ მესამე საერთაშორისო კვირეულში თანამშრომლებისთვის - “მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები”.

მიმართულება: ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია.

 

--

GTU Erasmus+ Team

GTU International Relations Department

GTU Administrative Building, Room #221

77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia

Phone:  (+995 32) 236 51 73