04/13/2023
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22263
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
(West Pomeranian University of Technology - WPUT) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმეორებით nაცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 26.04.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 27 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 28 აპრილამდე
დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით
პრაქტიკული ინფორმაცია და აკადემიური კალენდარი იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.
მიმართულებები: ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ავტომატიკა და შესაბამისი ინტერდისციპლინარული მიმართულებები.
--
GTU Erasmus+ Team
GTU International Relations Department
GTU Administrative Building, Room #221
77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia
Phone: (+995 32) 236 51 73