24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

04/12/2023


2023 წლის 10 აპრილს ჩატარდა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, სადაც ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ წარმოადგინა ინფორმაცია 2022 წელს ფაკულტეტზე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

ფაკულტეტის საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება საფაკულტეტო სტიპენდიების დანიშვნის შესახებ, აგრეთვე შეიტანეს ცვლილებები სტიპენდიის დანიშვნის წესში.

ფაკულტეტის დეკანმა საბჭოს წევრებს შეახსენა ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 21 მაისი - ფაკულტეტის დღე, 23 მაისი - ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა თეატრში „მოდი ნახე“, 25 მაისი - ტრადიციული , ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“ .

 ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა პროფესორ მერაბ მიქელაშვილს, მის მიერ განხორციელებული პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მიმდინარეობის გამო, სადაც სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული.      

დეკანმა დიდი მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის ხარისხის   უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ქალ. ნინო ჩიკვილაძეს, აგრეთვე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „სასტუმრო მომსახურების“ და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „სასტუმროს მომსახურების მართვის“ ხელმძღვანელებს აკრედიტაციის პროცესის მაღალ დონეზე წარმართვისათვის.

რ. ქუთათელაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის „წარმატების გასაღების“ ავტორებს: პროფ. გ.ყურაშვილს, თ. ბერიძეს, მ.ჭელიძეს.

დეკანმა სთხოვა ფაკულტეტის საბჭოს წევრებს რომ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებებში. კერძოდ, 11 აპრილს 12 სთ-ზე შეხვედრაა ქალბატონ მარიამ ლაშხთან, პროექტი “წარმატების საიდუმლო“ და 11 აპრილს 14 სთ-ზე შეხვედრაა სალომე ივანიაძესთან - ვებინარი „რა არის ციფრული მარკეტინგი , როგორ შეიძლება დასაქმდე   ციფრული   პროოფესიებით“.