English |
Русский |
დეპარტამენტები
ძებნა |
საიტის რუკა |
კონტაქტი
მიმდინარე წლის 11 აპრილს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტის - „ წარმატების გასაღები“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, საგარეო ურთერთობების საბჭოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთან მარიამ ლაშხთან.
ქ-ნმა მარიამმა ისაუბრა თავისი კარიერული წინსვლის უმთავრეს მიღწევებზე, თავისი წარმატების ფორმულასა და სამომავლო გეგმებზე.
სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია ქ-ნი მარიამის მიერ განვლილი პროფესიული გზის თითოეულმა ეტაპმა. შესაბამისად, დაისვა სხვადასხვა სახის შეკითხვა თანამედროვე გამოწვევების, დაგეგმილი რეფორმების და ახალგაზრდების ჩართულობისა და როლის შესახებ ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებში.
აქტიური დისკუსიის შემდგომ დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის სტუდენტების ვიზიტი საქართველოს პარლამენტში და სხვა არა ერთი მნიშნელოვანი შეხვედრები.