24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ნიტრის სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში

04/12/2023


სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი ნიტრაში (Slovak University of Agriculture in Nitra - SUA) (ნიტრა, სლოვაკეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს განმეორებით კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.05.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 16 მაისამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 19 მაისამდე

სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 31 ივლისამდე.

მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მენეჯმენტი; ისეთი აკადემიური მიმართულების დეპარტამენტები, როგორიცაა აგრარული; მდგრადი აგროკულტურა და სოფლის მეურნეობის განვითარება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება; მებაღეობა და ლანდშაფტის ინჟინერინგი; ბიოსისტემების ინჟინერინგი; წარმოების ტექნოლოგიების ხარისხი და უსაფრთხოება; კვების მრეწველობა; სურსათის უსაფრთხოება; ვეტერინარია; ბიოტექნოლოგია; ეკონომიკა; მენეჯმენტი; ადმინისტრირება; ნარჩენების გადამუშავება და მართვა; მართვის სისტემები წარმოებაში; ავტომექანიკა; წარმოების ტექნოლოგიები ავტომრეწველობაში.


https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22216

--

GTU Erasmus+ Team

GTU International Relations Department

GTU Administrative Building, Room #221

77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia

Phone:  (+995 32) 236 51 73