24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

გაიმართა შეხვედრა ცნობილ შემოქმედთან, ბატონ თემურ ბაბლუანთან

04/07/2023


შეხვედრა ცნობილ შემოქმედთან, ბატონ თემურ ბაბლუანთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ადგილობრივი თვთმმართველობის კვლევის ლაბორატორიისა და (ა)იპ-ი უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის (უსმა/USMA) თანამშრომ­ლობით 2023 წლის 5 აპრილს სტუ-ის ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ცნობილ შემოქმედთან, ბატონ თემურ ბაბლუანთან.

ღონისძიება გაიმართა ა(ა)იპ-ი ,,უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაციის“ (უსმა/USMA) პროექტის „კულტურული უსაფრთხოება"-კულტურო­კაპიტალის (კულტურული სიმდიდრე და მისგან განპირობებული ქვეყნის კულტურული იმიჯი) დაცვა და ეფექტური კულტურული ადაპტაცია გლობალიზაციის ეპოქაში" ფარგლებში.

შეხვედრაზე ბატონმა თემურ ბაბლუანმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ქვეყნის კულტურული სიმდიდრე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, კულტურული უსაფრთხოება გლობალიზაციის ეპოქაში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ბატონმა თემურ ბაბლუანმა სტუ–ს სტუდენტებს გააცნო ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში მოღვაწეობის შედეგად მიღებული საკუთარი გამოცდილებ, მსგავსება და განსხვავებები ქართულ და ფრანგულ კულტურას შორის.

ბატონმა თემურ ბაბლუანმა ასევე ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ–ს სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებ­ლები. შეხვედრამ დაიმსახურა სტუდენტების დიდი მოწონება. შეხვედრის ბოლოს ბატონმა თემურ ბაბლუანმა უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს და გაიმართა დისკუსია.