03/21/2023
ინფორმაცია ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ნიტრის სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში
https://gtu.ge/Suss/News/?ELEMENT_ID=22006
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი ნიტრაში (
Slovak University of Agriculture in Nitra - SUA) (ნიტრა, სლოვაკეთის რესპუბლიკა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2023
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2023 წლის 4 აპრილამდე
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2023 წლის 7 აპრილამდე
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ
აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 3 აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტში.
მიმართულება: საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მენეჯმენტი; ისეთი აკადემიური მიმართულების დეპარტამენტები, როგორიცაა აგრარული; მდგრადი აგროკულტურა და სოფლის მეურნეობის განვითარება; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება; მებაღეობა და ლანდშაფტის ინჟინერინგი; ბიოსისტემების ინჟინერინგი; წარმოების ტექნოლოგიების ხარისხი და უსაფრთხოება; კვების მრეწველობა; სურსათის უსაფრთხოება; ვეტერინარია; ბიოტექნოლოგია; ეკონომიკა; მენეჯმენტი; ადმინისტრირება; ნარჩენების გადამუშავება და მართვა; მართვის სისტემები წარმოებაში; ავტომექანიკა; წარმოების ტექნოლოგიები ავტომრეწველობაში.
პატივისცემით,
--
GTU Erasmus+ Team
GTU International Relations Department
GTU Administrative Building, Room #221
77, Kostava str., 0160, Tbilisi, Georgia
Phone: (+995 32) 236 51 73