24 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინკონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

Erasmus+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით 2023-2024 სასწავლო წლის
საშემოდგომო სემესტრში რიგით მეოთხე საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა
სტუ-ს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის ონლაინრეჟიმში ჩატარდება
24 სექ

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
20 სექ

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტში - 2023-2024 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)
20 სექ

საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩეპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა პოლონეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე არნახულ წარმატებას მიაღწიეს და სამშობლოში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდნენ.
20 სექ

ფაკულტეტის საზეიმო ღონისძიება

25 სექტემბერს, 15.00 საათზე, სტუ-ის ივ. ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო და პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება
19 სექ

რექტორი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ მოპოვებას ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს

„12 საუკეთესო გუნდში საუკეთესოები ხართ, გილოცავთ!“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრებს და სტუ-ის ყოფილ სტუდენტებს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს
ყველა სიახლის ნახვა

პროექტი გახდი აუდიტორი

03/10/2023


საჯარო აუდიტის ინსტიტუტი 20 მარტიდან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებთან ერთად საგანმანათლებლო პროექტს გახდი აუდიტორი 2023-ს იწყებს.

 პროექტი გათვალისწინებულია იმ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომელთანაც საჯარო აუდიტის ინსტიტუტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

 პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეხვდებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებს, რომლებიც საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორები არიან. ასევე, პროექტის ფარგლებში სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ღონისძიებაში 2023 წლის 20 - 27 მარტს. პროექტი სტუდენტებს დაეხმარება სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების წარმატებით გავლაში.

 პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ III-IV კურსის სტუდენტებს, რომლებსაც საშუალო შეწონილი ქულა (GPA) 3.5 ან მეტი აქვთ, ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე  და გავლილი აქვთ ფინანსური აღრიცხვის კურსი ან ACCA F3 დონე.

 პროექტში ჩართვა შესაძლებელია 2023 წლის 15 მარტამდე (გათვალისწინებულია ერთი ადამიანი).


დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ დეკანატს.